ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ღამით რეგიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა.
მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის აღმოსავლეთში 9 დრონი ჩამოაგდეს, 19 კი ჩაახშეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.
,,ღამით, ყირიმის აღმოსავლეთით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 9 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 19 ჩაახშეს ელექტრონული ომით. მსხვერპლი არ ყოფილა”, – წერს აქსიონოვი.