,,თუ კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები, მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება მაქსიმალურად მკაფიო. მისი თქმით, არავის აქვს უფლება, გაანადგუროს რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება.

„თუ სადღაც კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში: ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში ან ბანგლადეშში, ჩინეთში ან ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები