ქალი აცხადებს, რომ თბილისში სამმა კაცმა მოტყუებით სასმელი დაალევინა, გათიშა და გააუპატიურა

უცხო ქვეყნის მოქალაქე, 40 წლამდე ქალი სამ ქართველ მამაკაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  მოტყუებით ალკოჰოლური სასმელი დაალევინეს, გათიშეს და გააუპატიურეს.

შემთხვევა თბილისში რამდენიმე დღის წინ  მოხდა, თუმცა დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.

,,მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოცხადებული, ქალი უგონო მდგომარეობაში იყო, რადგან ჩვენ არ ვიცით, მას რა ნივთიერება ჩაუყარეს. ამ ადამიანის მეგობარმა დაინახა, რომ ქალს აუპატიურებდნენ, ასეთი ხილული საქმე გვაქვს. ამი მიუხედავად გამოძიება არ იყო დაწყებული სანამ საქმეში არ ჩაერთო “საფარი”.  ამასთან, დანაშაულის ადგილი, დღემდე არ არის დათვალიერებული . ქალი საავადმყოფოდან ისე გამოუშვეს, რომ მისთვის არაფერი უთქვამთ და ექსპერტიზაც გვიან, მას შემდეგ ჩატარდა, რაც გუშინ ჩვენ ინფორმაცია გავავრცელეთ, რომ პრესკონფერენციის გამართვას ვაპირებდით. გვიან ღამით, 24:00 საათზე გვაცნობეს, რომ ორი ადამიანის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოცემული, არადა საქმეში ფიგურირებდა სამი კაცი”,- აცხადებს ბაია პატარაია.

მსგავსი თემები