ხელისუფლების პროპაგანდაა, რომ ოპოზიცია საშინელ დღეშია, საშინელ დღეში თუ ვართ, გვაცადეთ ასეთ დღეში ყოფნა – მანჯგალაძე

,,ხელისუფლების პროპაგანდაა, ოპოზიცია საშინელ დღეშია და თუ საშინელ დღეში ვართ, გვაცადეთ საშინელ დღეში ყოფნა,”- ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან ხელისუფლებას ერთი ძალა ვერ დაამარცხებს.

,,საქმე ბარიერში არ არის, ბარიერი საერთოდ რომ არ არსებობდეს, მაინც საჭიროა გაერთიანება დამაჯერებლობისთვის. საარჩევნო ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან ხელისუფლებას ერთი ძალა ვერ დაამარცხებს. ხელისუფლების პროპაგანდაა, ოპოზიცია საშინელ დღეშია და თუ საშინელ დღეში ვართ, გვაცადეთ საშინელ დღეში ყოფნა. ყველა პარტია გაუთავებელი კაკოფონიით არ უნდა საუბრობდეს, ჩემი პროგრამაო, ამით ადამიანები ვერაფერს გაიგებენ. იმისათვის, რომ დაპირებებმა დამაჯერებლობა შეიძინოს, დამაჯერებლობა იყოს, ძლიერი გუნდი უნდა შექმნა. „ნაცმოძრაობაში“ არავინ ბრუნდება, არც „სტრატეგია აღმაშენებელი“ უქმდება, ახალი პლატფორმა იქმნება, სადაც პარტიებს მიღმა დარჩენილი ყველა ახალგაზრდა, პროფესიონალი ადამიანი იქნება. ბევრი ადამიანია, ვისაც არც ერთი პარტიის წევრობა არ სურს. სწორედ მათთვის იქმნება პროევროპული პლატფორმა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები