,,ევროპელები სეირნობენ მოსკოვში, დადიან რესტორნებში, როცა მათი იარაღი კლავს რუსეთის არმიის ჯარისკაცებს”- კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ფიქრობს , რომ დასავლეთმა “წითელი ხაზები” გადაკვეთა. მისი თქმით, დროა რუსეთმა ყველაფერს სათანადო პასუხი გასცეს.

,,დრონები კრემლის თავზე, მკვლელობები რუსეთში, ბელგოროდის დაბომბვა, სპექტაკლი გვამებით ბუჩაში, პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი და ისევ ყირიმის ხიდი, დაღუპული სამოქალაქო პირები. კითხვა მაქვს, სად არის ის ხაზი, რომლის იქითაც მექანიზმი ამოქმედდება. და მტერს მტერი დაერქმევა. და ბოლოს და ბოლოს მოვისმენთ, რომ არ გვჭირდება საელჩოები და წარმომადგენლები ინგლისის, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ბელგიის რომლებიც სავსეა აგენტებით.

ეს ადამიანები სეირნობენ მოსკოვში, დადიან რესტორნებში იმ დროს, როცა მათი იარაღი კლავს რუსეთის არმიის ჯარისკაცებს. სად არის ის ხაზი, რომლის იქითაც პოლონელების უხეშობა და ბრიტანელების ცინიკური ქედმაღლობა შეიძლება ყველგან შენიშნო, გარდა მოსკოვისა? ახლა რუსეთი პასუხს ელოდება. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ის იქნება. ეს სწორი და დროული სიტყვებია. წარსული გვაჩვენებს, რომ მოთმენა არ შეიძლება” – წერს კანდელაკი.

 

მსგავსი თემები