შვედეთი არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას

შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი აღიარებს, რომ რუსეთმა შესაძლოა სამხედრო თავდასხმა განახორციელოს ქვეყანაზე. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ შვედურ ტელეკომპანია SVT-ზე დაყრდნობით იუწყება.

ორშაბათს გამოქვეყნებულ საპარლამენტო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსული სახმელეთო ჯარები უკრაინაში იმყოფებიან, შვედეთზე თავდასხმები არ არის გამორიცხული.

,,რუსეთმა ასევე კიდევ უფრო შეამცირა სამხედრო ძალის გამოყენების ბარიერი და აჩვენა მაღალი მიდრეკილება პოლიტიკური და სამხედრო რისკების მიმართ. რუსეთის უნარი განახორციელოს ოპერაციები საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების, შორ მანძილზე მოქმედების ან ბირთვული იარაღის გამოყენებით შვედეთის წინააღმდეგ, უცვლელი რჩება,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიში ასახავს შვედეთის თავდაცვის ახალ დოქტრინას, რომელიც ეფუძნება ნატო-ს წევრობას, განსხვავებით წინა დოქტრინისა, რომელიც დაფუძნებულია სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

 

მსგავსი თემები