გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

მსგავსი თემები