ესპანეთში ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს

ესპანეთში, მალაგაში, ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძარცველები სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად, 3 თვით ქირაობდნენ ბინებს და თავს ტურისტებად ასაღებდნენ.

ქართველები სახლის გაძარცვის მიზნით, ძირითადად საკეტებს ტეხდნენ.

ამოღებულია ფული, ძვირფასეულობა და ტექნიკა, რომლებსაც, მძარცველები შავ ბაზარზე გასაყიდად ამზადებდნენ.

 

მსგავსი თემები