,,არცერთი „პატრიოტი“ არ არის განადგურებული!“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის,   ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში არცერთი „პატრიოტის“ სისტემა არ არის განადგურებული.

„რუსეთში ვინც არ უნდა თქვას, რომ ჩვენი „პატრიოტები“ გაანადგურეს, ყველა ადგილზეა და მუშაობს, ყველა რუსულ რაკეტას ანადგურებენ. ჩამოაგდეთ რაც შეიძლება ეფექტურად. არცერთი „პატრიოტი“ არ არის განადგურებული!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 16 ივნისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, კიევის მახლობლად „პატრიოტის“ ხუთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა.

მსგავსი თემები