ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დიდ დიღომში, 5-6 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან მიუსაფარი ძაღლი ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დიდ დიღომში, კერძო ტერიტორიაზე, დაახლოებით 5-6 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან მიუსაფარი ძაღლი ამოიყვანეს და ოდნავ მოშორებით, უსაფრთხო არეალში დააბრუნეს.

,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები