,,თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი, ამის საშუალებას არ მივცემთ”- ირაკლი კობახიძე

,,თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი, ამის საშუალებას არ მივცემთ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, თსუ-ში არიან სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები, რომლებიც პოზიციებზე გამწესებული არიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით,

„პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ეს პრაქტიკა 2012 წლიდან. 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტებში. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირდაპირ კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. თსუ-ში არიან სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები და ასე შემდეგ, რომლებიც არიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამწესებული საკუთარ პოზიციებზე. თსუ-ში მაგალითად არის ადამიანი, რომელიც ასწავლის კონკრეტულ საგანს, რომელიც თავად მან არ იცის. რატომ, რადგან თავის დროზე არის „ნაცმოძრაობის“ კვოტით დანიშნული.

მე პირადად 2010 წელს მომიწია თსუ-ს დატოვება, რადგან გავაკრიტიკე მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები და მიიღეს კონკურსზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი თსუ-დან გაძევების თაობაზე. დღეს იგივე ხალხი, იგივე „ნაცები“, თავისი „გირჩელებით“ და ასე შემდეგ, ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი. თსუ-ში უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები