„სააკაშვილის გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი – სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება”- ირაკლი კობახიძე

„სააკაშვილის, დავარქვათ, გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი – სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ადამიანმა, რომელმაც იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გათავისუფლებას, უნდა მოუხადოს ბოდიში ქართულ საზოგადოებას.

,,მგონია, რომ მიზეზი არის სტრასბურგის გადაწყვეტილება. იყო თავიდან ბოლომდე 600-დღიანი პოლიტიკური კამპანია, საზოგადოებას უმტკიცებდნენ, ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდებოდა. თან კვდებოდა ხან წამებით, ხან მოწამვლით და ა.შ. უცბად ეს ადამიანი ხდება ჩვეულებრივად ჯანმრთელი. ეს არის ცარიელი სიმულაცია, იყო ცარიელი სპეკულაცია, თუმცა 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ ეს ადამიანი კვდებოდა. უბრალოდ, სირცხვილია. როცა ბოლომდე გაირკვა თითოეული ადამიანისთვის, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი იყო მართალი, მათაც კი გაიაზრეს საბოლოო ჯამში, რომ ეს კაცი არის უბრალოდ მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას. აბსოლუტურად ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადი იყო, რომ სააკაშვილი სიმულირებდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, როლებიც ამის მიუხედავად ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, გადაყვანას და ა.შ.”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები