ბელგოროდის ოლქი ძლიერი ცეცხლის ქვეშაა – ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ

რუსულ ტელეგრამარხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ბელგოროდის ოლქი ძლიერი ცეცხლის ქვეშაა. “ბაზას” ცნობით, სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა ბელგოროდის ოლქის ქალაქ ვალუიკის დაბომბვის შედეგად.

მათივე ინფორმაციით, ასევე მოწმდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილი ქალის შესახებ.

რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი 7 გარდაცვლილი შესახებ იუწყება და მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.

მსგავსი თემები