„პრეზიდენტმა მეტი უნდა იკითხოს საქართველოს კონსტიტუცია”- გურამ მაჭარაშვილი

”ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მეტი უნდა იკითხოს საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფოს, საზოგადოებას მეტად უნდა დაუგდოს ყური. მისი თქმით, ”პარლამენტი ვალდებული არ არის, პრეზიდენტს ვინც მოეპრიანება, წარმოადგინოს და ის უპირობოდ დაამტკიცოს”.

„პრეზიდენტმა მეტი უნდა იკითხოს საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფოს, საზოგადოებას მეტად უნდა დაუგდოს ყური. როცა ამბობს, რომ ზეპარტიულია და შუამავლობის ამბიცია აქვს, ეს არა მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს, როცა მას სჭირდება, არამედ მაშინ, როცა კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ასრულებს და კანდიდატურებს წარადგენს. რომელ ქვეყანაშია ისე, რომ კანდიდატის წარდგენამდე კონსულტაციებს არ მართავს? – პრეზიდენტის წინააღმდეგ არავინ ილაშქრებს. პარლამენტი ვალდებული არ არის, პრეზიდენტს ვინც მოეპრიანება, წარმოადგინოს და ის უპირობოდ დაამტკიცოს. სულ მცირე, წინასწარი კონსულტაცია უნდა არსებობდეს, ვინც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. კონსტიტუციაში არც ის წერია, რომ ზეპარტიულმა პრეზიდენტმა მართვასთან დაკავშირებით ჩაატაროს ბრიფინგები. კონსტიტუციაში იმას ვერ ჩაწერენ, რაც ელემენტარულია – კანდიდატურის წარდგენაზე კონსულტაცია უნდა გამართო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები