ვაკეში, ერთ-ერთ კაფეში მყოფ სტუმრებს ქალმა აივნიდან წყალი გადმოასხა

ვაკეში მდებარე „ლუი კოფის“ სტუმრებს კორპუსის მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალმა წყალი გადმოასხა. როგორც კაფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მეზობელს ადგილზე, სადაც “ლუი კოფი” მდებარეობს, თავისი კაფეს გახსნა სურს.

,,ჩვენი დევნა მეზობელი ქალბატონის მხრიდან კვლავაც გრძელდება. დღეს, 0:30 სთ-ზე მან საკუთარი ბინის აივნიდან ერთი ვედრო წყალი გადმოღვარა ჩვენი სტუმრების თავზე, რომლებიც ტერასაზე სადილობდნენ.

მიაქციეთ ყურადღება: სამი მცირეწლოვანი ბავშვის იქ ყოფნამ დამნაშავე ვერ შეაჩერა. ჩვენ საქმე გვაქვს აბსოლუტურ ბოროტებასთან. შესაბამისი განცხადებები უკვე შეტანილია სამართალდამცველ ორგანოებში.

სხვათა შორის, ამ ქალბატონმა ჩვენს სტუმრებს 29.05.2022 წელსაც გადმოასხა თავზე წყალი. მართალია განცხადება, ასევე განცხადება პოლიციელთა უმოქმედობაზე მაშინაც იქნა წარდგენილი, მაგრამ სრულიად იყო იგნორირებული – აქედან მოდის დაუსჯელობის სინდრომი.

სამართალდამცველო ორგანოებო! ახლა მაინც აპირებთ იმოქმედოთ, თუ ელოდებით სანამ სროლას აგვიტეხენ?”,- ნათქვამია კაფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები