,,ჩვენ მკვლელების იარლიყი არ მოგვაშორეს, რადგან ყოველი შემთხვევისთვის, მაინც უნდა გვქონდეს აწებებული”- ნინო ნადირაძე

,,ჩვენ მკვლელების იარლიყი არ მოგვაშორეს, რადგან ყოველი შემთხვევისთვის, მაინც უნდა გვქონდეს აწებებული,” – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.  მისი თქმით, კლინიკის თანამშროლმებზე წნეხი იყო.

„ჩვენ მივყვებოდით ჩვენს მიზანს, რომ პაციენტისთვის ყოფილიყო ყველაფერი ისე, როგორც იყო და დღესაც ასეა. ჩვენ ჩვენს დიაგნოზებზე ვაგებდით პასუხს. ჩვენ ჩვენს დიაგნოზებს ვამტკიცებდით შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით. დარწმუნებული ვიყავით ჩვენს სიმართლეში, თუმცა არასდროს გვეთაკილებოდა სხვისი აზრების მოსმენა-გაზიარება, მაგრამ ეს „სახალხო არტისტები“ ჩვენთან რომ მოდიოდნენ, არავინ განსაკუთრებულს არ გვეუბნებოდა. პირიქით, არასწორ მხარეს, არასწორი მიმართულებით მივყავდით და არანაირი მხარდაჭერა სამედიცინო კუთხით ჩვენ მათგან არ მიგვიღია. გარდა ამისა, საღამოს ტელევიზორს არცერთ არხზე აღარ ვრთავდი, რადგან პირდაპირ ეთერში ყოველდღიურად ვუყურებდი მრავალ თოქ-შოუს, სადაც მიდიოდა ჩემი კლინიკის სტაფის, ასე ვთქვათ, ჯვარზე გაკვრა, სასამართლო პროცესი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში მონაწილეობას იღებდნენ ექიმები. წნეხი იყო, რომ თითქოს, ჩვენ ვართ ბოროტი ადამიანები და არ ვითვალისწინებთ პოლიტიკურ გარემოებებს, თემებს და როდესაც საქმე მიდგებოდა ისტორიის გარჩევაზე, რეგულირების სააგენტოს კი არ სძინავს“, – განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი თემები