„არ მივატოვებთ და დავეხმარებით უკრაინას“ –  ჯო ბაიდენი

უკრაინაში ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტიც აკეთებს და აცხადებს, რომ უკრაინას აშშ-ის მხარდაჭერა მუდმივად ექნება.

„ჩვენ არ მივატოვებთ, დავეხმარებით უკრაინას“ – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა  16 მეტრიანმა წყლის ტალღამ რამდენიმე წუთში დაფარა 13   სოფელი. უკრაინა ეკოციდის კატასტროფის წინაშეა. წყლის ნაკადს მიაქვს ყველაფერი, სახლების ჩათვლით. დაიხრჩო შინაური ცხოველები. გადარჩენილი მოსახლეობა დარჩენილია უწყლოდ.  სულ მცირე 150 ტონა მანქანის ზეთი ჩაიღვარა მდინარე დნეპრში, არსებობს 300 ტონაზე მეტის გაჟონვის რისკი.

მსგავსი თემები