„კახოვკას კატასტროფა უკრაინას ვერ შეაჩერებს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი კახოვკაში, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ეს კატასტროფა ვერ იქნება უკრაინელების შემაფერხებელი იბრძოლოს გამარჯვებისთვის.

„რუსი ტერორისტების მიერ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე ჩადენილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას და უკრაინელებს.  მაინც გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას. რუსეთის ყოველი ტერორისტული თავდასხმა ზრდის მხოლოდ რეპარაციების ოდენობას, რომელსაც რუსეთი გადაიხდის ჩადენილი დანაშაულისთვის და არა ოკუპანტების შანსებს დარჩნენ ჩვენს მიწაზე“, – აცხადებს პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაფერს აკეთებენ, მოსახლეობს გადასარჩენად და სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, რომ კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა  16 მეტრიანმა წყლის ტალღამ რამდენიმე წუთში დაფარა 13   სოფელი. უკრაინა ეკოციდის კატასტროფის წინაშეა. წყლის ნაკადს მიაქვს ყველაფერი, სახლების ჩათვლით. დაიხრჩო შინაური ცხოველები. გადარჩენილი მოსახლეობა დარჩენილია უწყლოდ.

მსგავსი თემები