„ადამიანი მარტივად ხედავს კანში ჩაჭედილ ტკიპას“ – ზაფხულის მძიმე ინფექციები, რომლის ლეტალობა მაღალია

ზაფხულში, სიმწვანეში გასვლასთან ერთად, ინფექციური დაავადებების რისკის იზრდება. ერთ-ერთი ასეთი დაავადება, რომელიც ძირითადად ტკიპებისგან ვრცელდება, არის ბორელიოზი და ყირიმ-კონგოს ცხელება, რომელიც გარდაცვალებას იწვევს. აღნიშნულ პრობლემაზე მედიაცენტრ მთავართან“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადება საკმაოდ საშიშია.

„ზაფხულის სეზონს უკავშირდება ტკიპებით გადამდები დაავადებების აღმავლობა და ერთ-ერთი ასეთია ბორელიოზო, ე.წ. ლაიმის დაავადება. სამწუხაროდ, გვაქვს ერთეული შემთხვევები ყირიმ-კონგოს ცხელების, რომელიც ასევე ტკიპებით გადადის. ამიტომ, თუ ბუნებაში ვართ, ქვედა კიდური მაქსიმალურად უნდა იყოს დაფარული – გვეცვას წინდა და გრძელი შარვალი, რომ კანთან კონტაქტი არ იყოს. ყირიმ-კონგო ის დაავადებაა, რომლიც ერთეული შემთხვევებიც კი საგანგაშო და საყურადღებოა. მას აქვს მაღალი ლეტალობა, იწვევს სხვადასხვა ორგანოებში სისხლჩაქცევებს. საკმაოდ მძიმე ინფექციაა“ – აღნიშნა მაია ბუწაშვილმამედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით,  ბორელიოზის დამახასიათებელი მთავარი ნიშანია რკალის ფორმის, შუაში წითელი გამონაყარი.

უმრავლეს შემთხვევაში ტკიპას ვხედავთ, ადამიანის კანთან კონტაქტისას, ის კანში ჯდება და ამიტომ, ადამიანი მარტივად ხედავს კანში ჩაჭედილ ტკიპას. მისი ამიღება უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად პინცეტის საშუალებით, ბოლომდე, ან, უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. მთლიანად უნდა მოხდეს მისი ამოღება, ისე რომ ორგანიზმში ნაწილები არ ჩარჩეს.

ბორელიოზის დამახასიათებელი მთავარი ნიშანია რკალის ფორმის, შუაში წითელი გამონაყარი. ეს გვხვდება სხვადასხვა ადგილებში. სიმპტომები რამდენიმე დღეში იწყება, შესაძლოა ეს იყოს ტემპერატურის  მომატება, შემცივნება, სახსრებს ტკივილი“ – განაცხადა ინფექციონისტმამედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები