აშშ-ში ფიქრობენ რომ უკრაინის კაშხალი რუსეთმა გაანადგურა, თუმცა კტასტროფას იკვლევენ

თეთრს სახლში დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსულმა მხარემ გაანადგურა. ამის მიუხედავად, შტატები გეგმავს, მოიკვლიოს და ბოლომდე დაადასტუროს აღნიშნული ფაქტი.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, აშშ ყოველ ღონეს ხმარობს, რათა შეაფასოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამნაშავე არის რუსეთი. მისივე ინფორმაციით, სადაზვერვო მონაცემებით, სწორედ რუსეთმა გაანადგურა კაშხალი და ამ მონაცემების გასაჯაროებას სამშაბათს შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა  16 მეტრიანმა წყლის ტალღამ რამდენიმე წუთში დაფარა 13   სოფელი. უკრაინა ეკოციდის კატასტროფის წინაშეა. წყლის ნაკადს მიაქვს ყველაფერი, სახლების ჩათვლით. დაიხრჩო შინაური ცხოველები. გადარჩენილი მოსახლეობა დარჩენილია უწყლოდ.  სულ მცირე 150 ტონა მანქანის ზეთი ჩაიღვარა მდინარე დნეპრში, არსებობს 300 ტონაზე მეტის გაჟონვის რისკი.

მსგავსი თემები