„მართვა არ არსებობს, დაგეგმარება არ არსებობს, დავკარგავთ ტერიტორიების ნაწილს“ – „ვაგნერი“

უკრაინულ არმიაში ქაოსსა და მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ისევ საუბრობს. როგორც ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, დიდი ალბათობით, რუსეთი ტერიტორიების ნაწილს დაკარგავს.

„მართვა არ არსებობს, დაგეგმარება არ არსებობს, მომზადება არ არსებობს, ურთიერთპატივისცემა არ არსებობს, წესრიგი არ არსებობს. სერიოზულ დანაკარგს განვიცდით.  დიდი ალბათობით,  დავკარგავთ ტერიტორიების ნაწილს“, – აცხადებს პრიგოჟინი და დასძენს, რომ რუსეთის პრეზიდენტს საყოველთაო მობილიზების გამოცხადება მოსთხოვა.

„თუ არმია ისევ უკან დაიხევს, მოწინააღმდეგის უკონტროლო შეღწევა მოხდება. ისინი როგორც კი შევლენ ჩვენს ტერიტორიებზე, ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ გადაინაცვლებენ და მათი შეჩერება გაჭირდება“ –  აცხადებს პრიგოჟინი.

მსგავსი თემები