ნოვა კახოვკაში ჰესის აფეთქების შემდეგ მინიმუმ 7 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ხერსონში რუსული ძალების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დატბორვის შემდეგ დაკარგულად, სულ მცირე, 7 ადამიანი მიიჩნევა.

ამის შესახებ ინფორმაციას ნოვა კახოვკაში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. მერი ვლადიმირ ლეონტიევი ავრცელებს.

“ჩვენ ახლა ვიკვლევთ ინფორმაციას დაკარგულების შესახებ, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ეს ადამიანები ასევე ევაკუირებული იქნა წყალდიდობის ზონებიდან, რომლებიც აღარ არსებობს – კუნძულებიდან. იქ მწყემსები იყვნენ… დაახლოებით შვიდი ადამიანი, რომელსაც დანამდვილებით ვიცნობთ”, – ციტირებს ინტერფაქსი.

მსგავსი თემები