„ვარჩიე, უსამართლობის სიმბოლო – სამაჯური დამეკარგა, ვიდრე ღირსება“ – ნიკანორ მელია

  •  

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ, საპარლამენტო ტრიბუნიდან ხელიდან სამაჯურის მოხსნასა და გადაგდებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან, აღნიშნული ჟესტით უსამართლობის სიმბოლო მოიშორა.

„დიახაც, მე მოვიხსენი ის სამაჯური, როგორც ძალადობისა და უსამართლობის სიმბოლო და ვაცნობიერებდი, რომ მე შეიძლება თავისუფლება შემზღუდვოდა. მაგრამ,  ვარჩიე ეს ნაბიჯი გადამედგა. მე ვარჩიე ეს უსამართლობის სიმბოლო, სამაჯურის სახით, დამეკარგა, ვიდრე ღირსება დამეკარგა. ერთი წამი წარმოიდგინეთ, პარლამენტში თქვენ რომ გინდოდათ, ბოიკოტის გარეშე რომ შემოსულიყავით, დააკავებდით თუ არა თქვენს მოწინააღმდეგეს? რა თქმა უნდა, არა. გინდოდათ, რომ თავი დამეხარა უსამართლობისთვის. გინდოდათ, რომ მეღიარებინა თქვენი უსამართლო ოლიგარქიული რეჟიმი, მაგრამ ვერ ეღირსეთ და ვერ მოესწრებით ამას,“- განაცხადა მელიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები