ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

მეტი...

,,საპატრიარქო შექმნის გელათის სპეციალურ ვებგვერდს, სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას”- საპატრიარქო

გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის სპეციალურ ვებგვერდს, სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას. ,,გვსურს, საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ, 2023 წლის 24 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს. საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM-ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად (2022 წლის 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული მისიის ანგარიში), უპირობოდ…

მეტი...

,,აღიქმება, როგორც შალვასგან ბოტების მოქსევა საკუთარი შვილის უკიდურესად დასამცირებლად”- თეა აბაშმაძე

,,საზოგადოების თვალში თქვენს მიერ ტალახის სროლა აღიქმება, როგორც შალვასგან ბოტების მოქსევა საკუთარი შვილის უკიდურესად დასამცირებლად,”- ამის შესახებ შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,თქვენ კი, ვინც უკიდურეს სიბინძურეს აბრალით ჩემს შვილს, საოცრად სასარგებლო საქმეს ასრულებთ სინამდვილეში და თქვენი მადლიერიც ვარ. თქვენ სასწაული შეძელით, ნამდვილი ალქიმია, თქვენ უსწრაფესად გაანცალკევეთ ჩვენი საზოგადოება, არა ისე ყალბად, როგორიც პარტიული დაყოფაა, არამედ თქვენი არაკრეატიულობის ჩვენებით, ერთი საერთო სახე გამოავლინეთ. ერთნაირი უტიფრობა, ერთი და იგივე ტერმინოლოგია, გაუნათლებლობა, მდაბიო უწმაწურობა და რაც მთავარია, სრული უსიყვარულობის გამოვლენით, თქვენ გამოცალკევდით იმ ადამიანებისგან, ვინც მგრძნობიარეა, კეთილია, სამართლიანია,…

მეტი...

,,გამოყავით 2 წუთი, აიღეთ ეს წესები და წაიკითხეთ”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რამდენიმე  ჟურნალისტისთვის საპარალმენტო აკრედიტაციის შეჩერებას ეხმიანება. მისი თქმით, რესპონდენტების დევნა არ შეიძლება. ,,შინაარსი საერთოდ არაფერ შუაშია. კითხვა სულ რომ სპორტზე იყოს, ეს არაფერ შუაშია. მთავარია, რომ არ შეიძლება, დეპუტატის დევნა. წესები ყველა ჟურნალისტს აგიხსენით. საჯაროა, გამოყავით ორი წუთი და ეს წესები წაიკითხეთ. ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა. ზოგიერთი ჟურნალისტი იყო ეთიკური ჟურნალისტიკის მიღმა. ამიტომ შემუშავდა ბრძანება. სწორია ეს პრინციპები.…

მეტი...

,,ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი”- მიხეილ სააკაშვილი

,,სულ უფრო აშკარაა, რომ მალე მოვკვდები, თუ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ მივიღებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ,”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. სტატიას Politico აქვეყნებს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი  მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. ,,მე ვაგრძელებ მოწოდებას აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად საქართველოს მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლისა და ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებით. ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი საქართველოში, მაგრამ ჩემი წამება, რა თქმა უნდა, ჩაითვლება პუტინის გამარჯვებად – ძლიერი სიმბოლო ყველა ლიდერისთვის ამ რეგიონში,და შესაძლოა მსოფლიოც, რომლებმაც ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ რუსულ…

მეტი...

,,არ მგონია, გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს”- ირაკლი ბონდარენკო სანქციებზე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმიანება. მისი თქმით, არ ჰგონია, რომ აღნიშნული  გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს. „მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის სასამართლოს გაძლიერებისა და მისი მხარდაჭერის სურვილი. ჩემი კოლეგებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების გადაწყვეტილებამ რადიკალურად სხვა რამ დაგვანახა. მთავარი ძლიერი ძალის ინტერესების გატარება ყოფილა. როდესაც სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე საუბარი. შტატებში ვიზიტზე არ არის აქ საქმე, მნიშვნელოვანია, რა გზავნილს უტოვებთ მოქალაქეებს, ხალხს. არ მგონია, მოცემული გადაწყვეტილება…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 177 110 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომში დაახლოებით 177 110 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 177 110; ​ტანკი – 3 633; ჯავშანტექნიკა – 7 016; საარტილერიო სისტემა – 2 722; სარაკეტო სისტემა – 533; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 281; თვითმფრინავები – 306; ვერტმფრენი – 292; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 291; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 587; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 304.  

მეტი...

მეტროს მეორე ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

მეტროს მეორე ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. არსებული ინფორმაციით, მეტრო უკვე 15 წუთია შეფერხებით მუშაობს. რა გახდა შეფერხების მიზეზი უცნობია.

მეტი...

,,საქართველოში ნათელი წერტილი სამოქალაქო საზოგადოება და მისი ძალაა”- დენიერლ ფრიდი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატი დენიელ ფრიდი Foreignaffairs -ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოში ნათელი წერტილი სამოქალაქო საზოგადოება და მისი ძალაა. ,,ეს მკვეთრი ანალიზი საქართველოს რესპუბლიკის სამწუხარო მდგომარეობისა სამწუხაროდ ზუსტია. ნათელი წერტილი არის ქართული სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად საზოგადოების მუდმივი ძალა: არც დაშინებული იყოს და არც ავტორიტარიზმის მორჩილი”,- წერს დენიელ ფრიდი.

მეტი...

,,გზავნილია, რომ მათ დაინახეს ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის”- ლომჯარია სანქციებზე

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის გზავნილი, რომ მათ დაინახეს ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ,,ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაინახა რომ საქართველოში ადამიანები 1 წლის განმავლობაში არიან მზად რომ ფიზიკურად დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. შესაბამისად, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა გზავნილი, რომ მათ დაინახეს ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანი სასამართლოსთვის, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის და ეს არის მათი მხრიდან ამ ბრძოლაში მათი მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ,”- განაცადა ნინო ლომჯარიამ ”ფორმულას” ეთერში.

მეტი...

,,მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები”- ჯონ კირბი

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები. „მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, მზად არის თუ არა და როდის არის მზად მოლაპარაკებისთვის, რა კონტექსტში და რის შესახებ. მიგვაჩნია, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება“, – განაცხადა  ჯონ კირბიმ. ჯონ კირბიმ აღნიშნული განცხადება მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმად უკრაინული მხარე, გარკვეული პირობებით, მზადაა რუსეთის ფედერაციასთან ყირიმთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის.

მეტი...

,,არასდროს განგვიხორციელებია ზეწოლა მოსამართლეებზე”- კელი დეგნანი

,,არასოდეს განგვიხორციელებია ზეწოლა მოსამართლეზე საქართველოში,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ”იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეებმა უნდა იმუშაონ ჩარევის და დაშინების გარეშე. ,,ჩვენ არასოდეს განგვიხორციელებია ზეწოლა მოსამართლეზე საქართველოში. წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა იყო იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო სასამართლო სისტემა, გამჭვირვალობა და როგორც ვთქვით, დიდი პროგრესი მიიღწა, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრ მოსამართლესთან. მე თავად იურისტი ვარ და მაინტერესებს მათი საქმიანობის შესახებ, ყოველთვის ვეკითხები, არის თუ არა აშშ-ის დახმარება მათთვის ეფექტური. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს პირადად და ასევე, ძალიან მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს, რომლებიც არიან ნიჭიერები,…

მეტი...

,,მინდა პრემიერ-მინისტრი ჩავაყენო საქმის კურსში”- ლევან მურუსიძე

,,მერწმუნეთ, რომ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს ამერიკის საელჩო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ კორუფციაში გახვეული, მე კი შემიძლია დავადასტურო, რომ იყო ზეწოლა,”- ამის შესახებ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სურს, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩააყენოს საქმის კურსში. ,,მე ვფიქრობ, რომ როდესაც როდესაც საკითხი ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ეს საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის სუვერენიტეტთან და ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის მთავარი ფიგურა საქართველოში და სახელმწიფოს მეთაური, ის უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა საფრთხეები ემუქრება მართლმსაჯულების სისტემას, რა გამოწვევები არსებობს, რა თავდასხმები ხორციელდება ამერიკის საელჩოს…

მეტი...

,,ახლა ავდგე და გადავდგე? სად წავიდე, როგორ წავიდე, როგორ ვიცხოვრო”- ლევან მურუსიძე

,,სასამართლოს პოსტს კი არ ვეკიდები. სიმართლე გითხრათ, ერთი სული მაქვს, აი, როდის წავალ სასამართლოდან. დავისვენებ,”- ამის შესახებ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა. ,,ერთი რამე მინდა გითხრათ. როდესაც თქვენ გაბრალებენ, რომ კორუმპირებული ხართ და თან გეუბნებიან, მე არ გეტყვი, რატომ ხარ კორუმპირებული. და ახლა მე ავდგე და გადავდგე? სად წავიდე, როგორ წავიდე, როგორ ვიცხოვრო. მე სასამართლოს პოსტს კი არ ვეკიდები. მე ის კი არა მაქვს, სიმართლე გითხრათ, ერთი სული მაქვს, აი, როდის წავალ სასამართლოდან. დავისვენებ, ხო. სულ მურუსიძის სახელი არის და ყველაფერ უბედურებას ქვეყანაში ძირითადად მე…

მეტი...

აშშ-ის ელჩი საქართველოში ამერიკის მოქალაქის არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

საქართველოს საზღვრიდან ამერიკის მოქალაქის – მარშალ ქომინსის გაბრუნებასთან დაკავშირებით ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ელჩი აცხადებს, ეს საკითხი ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან კავშირში არ არის. ‘ „არანაირი კავშირი არ არის. ეს არის, რაღაც კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც გვინახავს, რასაც მმართველი პარტია ხშირად იმეორებს. ეს აბნევს საზოგადოებას. ჩვენს რასაც ვაკეთებთ, ეს არის საქართველოს დასახმარებლად, ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად, ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება კონსპირაციული თეორიები. ხანდახან მცდარი ინფორმაციები, თუ რას აკეთებს ამერიკა აქ. ჩვენ საქართველოს…

მეტი...

კელი დეგნანის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები მოსამართლეების კორუმპირებულობასთან დაკავშირებით

„საქართველოს შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე“ – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში და დასძენს, რომ თუ ქართველი სამართალდამცველები დაინტერესდებიან და დაიწყებენ გამოძიებას, მათთვის ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება. „სავიზო სანქციები,რომელიც გამოცხადდა სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის მიერ, საჭიროა  ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არიან კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი და ეს მოთხოვნა და ვალდებულება, რომ განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია თუ არა შევიდეს აშშ-ში. ეს სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს ამერიკაში შესვლის. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს…

მეტი...