,,მინდა პრემიერ-მინისტრი ჩავაყენო საქმის კურსში”- ლევან მურუსიძე

,,მერწმუნეთ, რომ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს ამერიკის საელჩო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ კორუფციაში გახვეული, მე კი შემიძლია დავადასტურო, რომ იყო ზეწოლა,”- ამის შესახებ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია ”იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სურს, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩააყენოს საქმის კურსში.

,,მე ვფიქრობ, რომ როდესაც როდესაც საკითხი ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ეს საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის სუვერენიტეტთან და ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის მთავარი ფიგურა საქართველოში და სახელმწიფოს მეთაური, ის უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა საფრთხეები ემუქრება მართლმსაჯულების სისტემას, რა გამოწვევები არსებობს, რა თავდასხმები ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხრიდან, რა ხორციელდებოდა. ამის საქმის კურსში აუცილებლად მინდა, ჩავაყენო, თუ გვექნება საშუალება, რომ შევხვდეთ, გვინდა და მიგვაჩნია, რომ ის, რაც ხდება საქართველოს სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მსგავსი თემები