კელი დეგნანის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები მოსამართლეების კორუმპირებულობასთან დაკავშირებით

„საქართველოს შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე“ – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში და დასძენს, რომ თუ ქართველი სამართალდამცველები დაინტერესდებიან და დაიწყებენ გამოძიებას, მათთვის ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება.

„სავიზო სანქციები,რომელიც გამოცხადდა სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის მიერ, საჭიროა  ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არიან კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი და ეს მოთხოვნა და ვალდებულება, რომ განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია თუ არა შევიდეს აშშ-ში.

ეს სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს ამერიკაში შესვლის. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო. ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ. საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს აშშ-ის კანონი. ჩვენ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ბოროტად იყვნენ თავიანთ უფლებამოსილებას სასამართლო სისტემაში“ – განმარტავს კელი დეგნანი.

მსგავსი თემები