,,მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები”- ჯონ კირბი

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები.

„მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, მზად არის თუ არა და როდის არის მზად მოლაპარაკებისთვის, რა კონტექსტში და რის შესახებ. მიგვაჩნია, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება“, – განაცხადა  ჯონ კირბიმ.

ჯონ კირბიმ აღნიშნული განცხადება მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმად უკრაინული მხარე, გარკვეული პირობებით, მზადაა რუსეთის ფედერაციასთან ყირიმთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის.

მსგავსი თემები