,,ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი”- მიხეილ სააკაშვილი

,,სულ უფრო აშკარაა, რომ მალე მოვკვდები, თუ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ მივიღებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ,”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. სტატიას Politico აქვეყნებს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი  მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

,,მე ვაგრძელებ მოწოდებას აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად საქართველოს მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლისა და ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებით.

ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი საქართველოში, მაგრამ ჩემი წამება, რა თქმა უნდა, ჩაითვლება პუტინის გამარჯვებად – ძლიერი სიმბოლო ყველა ლიდერისთვის ამ რეგიონში,და შესაძლოა მსოფლიოც, რომლებმაც ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ რუსულ იმპერიალიზმს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები