აშშ-ის ელჩი საქართველოში ამერიკის მოქალაქის არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

საქართველოს საზღვრიდან ამერიკის მოქალაქის – მარშალ ქომინსის გაბრუნებასთან დაკავშირებით ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ელჩი აცხადებს, ეს საკითხი ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან კავშირში არ არის. ‘

„არანაირი კავშირი არ არის. ეს არის, რაღაც კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც გვინახავს, რასაც მმართველი პარტია ხშირად იმეორებს. ეს აბნევს საზოგადოებას. ჩვენს რასაც ვაკეთებთ, ეს არის საქართველოს დასახმარებლად, ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად, ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება კონსპირაციული თეორიები. ხანდახან მცდარი ინფორმაციები, თუ რას აკეთებს ამერიკა აქ. ჩვენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ვართ. ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს“ – აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს საზღვრიდან ამერიკის მოქალაქე უკან გააბრუნეს. როგორც სუს-ში განმარტავენ, მათ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ.

მსგავსი თემები