,,არ მგონია, გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს”- ირაკლი ბონდარენკო სანქციებზე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმიანება.

მისი თქმით, არ ჰგონია, რომ აღნიშნული  გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს.

„მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის სასამართლოს გაძლიერებისა და მისი მხარდაჭერის სურვილი. ჩემი კოლეგებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების გადაწყვეტილებამ რადიკალურად სხვა რამ დაგვანახა. მთავარი ძლიერი ძალის ინტერესების გატარება ყოფილა. როდესაც სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე საუბარი. შტატებში ვიზიტზე არ არის აქ საქმე, მნიშვნელოვანია, რა გზავნილს უტოვებთ მოქალაქეებს, ხალხს. არ მგონია, მოცემული გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს. ძალიან სამწუხაროა!!!“, – წერს ირაკლი ბონდარენკო სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები