,,ახლა ავდგე და გადავდგე? სად წავიდე, როგორ წავიდე, როგორ ვიცხოვრო”- ლევან მურუსიძე

,,სასამართლოს პოსტს კი არ ვეკიდები. სიმართლე გითხრათ, ერთი სული მაქვს, აი, როდის წავალ სასამართლოდან. დავისვენებ,”- ამის შესახებ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.

,,ერთი რამე მინდა გითხრათ. როდესაც თქვენ გაბრალებენ, რომ კორუმპირებული ხართ და თან გეუბნებიან, მე არ გეტყვი, რატომ ხარ კორუმპირებული. და ახლა მე ავდგე და გადავდგე? სად წავიდე, როგორ წავიდე, როგორ ვიცხოვრო. მე სასამართლოს პოსტს კი არ ვეკიდები. მე ის კი არა მაქვს, სიმართლე გითხრათ, ერთი სული მაქვს, აი, როდის წავალ სასამართლოდან. დავისვენებ, ხო. სულ მურუსიძის სახელი არის და ყველაფერ უბედურებას ქვეყანაში ძირითადად მე მაბრალებენ, დავუშვათ, ხო. ეს ჩემთვის ტვირთი არის.  მაგრამ როდესაც მეუბნებიან, რომ შენ ხარ კორუმპირებული, თან არ მეუბნებიან რატომ ვარ კორუმპირებული და თან მეუბნებიან”,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მსგავსი თემები