უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთ უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. „სამწუხაროდ ერთი მაგარი, აქ დაბადებული ვაჟკაცი ქართველი დავკარგეთ“ – აღნიშნულ ინფორმაციას ვანო ნადირაძე ავრცელებს. ქართველი მებრძოლი, ახალგაზრდა მამაკაცი გ.ნ. ბახმუტთან ბრძოლისას დაიღუპა. მთლიანობაში, უკრაინაში 37 ქართველი მებრძოლია დაღუპული.  

მეტი...

„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ“ – სერგი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი კმაყოფილია საქართველოს პოზიციით რუსეთთან მიმართებაში. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. „უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება  ნეიტრალურია რუსეთის ფედერაციის მიმართ. ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლების პოზიციებს, რომლებიც  რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ითხოვენ. ამგვარი დამოკიდებულება კი დაკავშირებულია  წმინდა პრაგმატულ მიზეზებთან“ – აცხადებს სერგეი შამბა.  

მეტი...

პრეზიდენტი აცხადებს, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე არ მიიწვიეს და გარეთ დატოვეს    

28 თებერვალს გამართულ უსაფრთხოების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ის გარეთ დატოვეს. „განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, ,,უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი. ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის…

მეტი...

„ვიკრიბებით, რომ გავაპროტესტოთ ლგბტ პროპაგანდა“ – გურამ ფალავანდიშვილი

2 მარტს, კინოთეატრ „ამირანთან“ “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა” და საზოგადოებრივი  ორგანიზაცია “ზნეობის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია იგეგემება. როგორც გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, ქვეყანაში „ლგბტ პროპაგანდას“ არ დაუშვებენ. „2 მარტს, ხუთშაბათს, 18.30 -ზე ვიკრიბებით კინოთეატრ ამირანთან, რათა გავაპროტესტოთ  ლგბტ ფილმის “ჩემი ოთახის”  ჩვენება –  პრემიერა. დავიცვათ ჩვენი შვილების ზნეობა!!!“ – აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში სოსო ბლიაძის ბოლო ფილმი „ჩემი ოთახი“-ს ჩვენებს იწყება. ფილმი თინასა და მეგისთან მეგობრობასა და სექსუალურ ხასიათში გადაზრდას ეხება.

მეტი...

ცხვრების გატაცებისა და მწყემსების ჩაკეტვისთვის „კანონიერი ქურდი“ და სხვა პირები დააკავეს

ცხვრების გატაცებისა და მწყემსებისთვის თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხუთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტი. დანაშაული 4-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.რ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა. 1985 წელს დაბადებული ა.ა. დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით. 1985 წელს ლ. მ.-ს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა და…

მეტი...

„აბსურდამდე მიდის ეს დისკუსია“ –  შალვა ელჩებთან შეხვედრაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის თაობაზე კანონპროექტებთან დაკავშირებით შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ წუხილზე, რომელიც გამოთქმულია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” პროექტებთან დაკავშირებით. „ჩვენ ამაზე სხვა დროსაც გვქონდა საუბარი. მესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ხდება თავად დისკუსიის სტიგმატიზება. ფაქტია უკვე, ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, და კანონსაც კი  დაარქვეს არა ამერიკული არამედ რუსული. აბსურდამდე მიდის ეს დისკუსია და გასაგებია, რომ არის მცდელობა დისკუსიის სტიგმატიზების. მიუხედავად იმისა,…

მეტი...

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა“ – ევროკავშირი ელჩი

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ „ხალხის ძალის მიერ პარლამეტში ინიცირებული კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ, კანონის სახეს არ მიიღებს. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ეს ინიციატივა ევროკავშირის მოთხოვნებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. „ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სულ მცირე, ორს იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში გადაეცა. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტები საქართველოში ასეთი კანონის არსებობის აუცილებლობის შესახებ. განხილვა გაგრძელდება. როგორც მივხვდი, ეს კანონპროექტიც კი არ არის, ეს მხოლოდ ინიციატივაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რას მოიცავს ეს ინიციატივა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა. ჩვენ წარმოვადგინეთ…

მეტი...

„ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი

„ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მე აქ ვიმყოფებოდი თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ელჩის თანხლებით. პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიწვია, რათა განგვეხილა უცხოური აგენტების კანონის შემოღების ინიციატივა“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან პარლამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ. საქართველოში აკრედიტირებული ელჩების შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა კი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ეხებოდა, რომელიც უცხოეთის გავლენების აგენტებს უკავშირდება. „გამოვთქვით ჩვენი შეხედულებები. ეს შეხედულებები გამოვთქვი არა მხოლოდ მე, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელმა, არამედ თბილისში მცხოვრებ ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად. ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი, ღია აზრთა გაცვლა სპიკერთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან. დეტალებში რომ ჩავუღრმავდეთ, ეს არ იყო…

მეტი...

„ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული“ – ევროკავშირის ელჩი „ხალხის ძალის“ კანონპროქტზე

საქართველოს პარლამენტში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა დასრულდა. როგორც ევროკავშირის ელჩმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი სერიოზულ პრობლემებს შექმნის. „სერიოზულად ვართ შეშფოთებული, რომ ამ კანონის განხორციელებამ და შეთანხმებამ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ზოგადად,  სამოქალაქო საზოგადოებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფალ მედიაზე. აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია, რომელსაც მოქმედების შეუფერხებელი შესაძლებლობა ექნება, ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით სამოქალაქო საზოგადოებას“ – აღნიშნა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. მისივე თქმით, ევროკავშირისთვის სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება პრიორიტეტია. „ყოველთვის მჭიდროდ ვმუშაობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, მტკიცედ ვუჭერთ მხარს სიტყვის თავისუფლებასა და…

მეტი...

ამერიკის ელჩის შეფასებით,  „ხალხის ძალის“ კანონპროექტი საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციებს

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, საფრთხეს იმ ორგანიზაციებს შეუქმნის რომლებიც ქვეყანაში კეთილდღეობისთვის მუშაობენ. „ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, მათ შორის იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ასევე, ის დააზარალებს იმ საქმეს, რაც წლებია გრძელდება საქართველოს მეგობრებსა და მის ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით. კითხვა ჩნდება – რატომ? რა არის ამ კანონის მთავარი მიზანი? და რა არის მთავარი მიზეზი, რადგან ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააზარალებს“ – აცხადებს ელჩი.

მეტი...

„ამ კანონის მიღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს  საფრთხის ქვეშ ჩააგდებს“ – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს საქართველოს გავლენის აგენტების შესახებ. როგორც კელი დეგნანი განმარტავს, საქართველოს კანონპროექტის არც ერთი ვერსია სჭირდება. „ვინც თანხმობას დააფიქსირებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიასთან დაკავშირებით, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. რა არის საქართველოს ინტერესებში? ცხადია, რომ საქართველოს არც ერთი ვერსია არ სჭირდება, ეს კანონი არ სჭირდება. გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, ბევრმა წევრმა სახელმწიფომ, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მეგობრებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი, შეჩერდეს ამ კანონის მიღება“ – განაცხადა ამერიკის ელჩმა მედიასთან.…

მეტი...

თურქეთში არჩევნები 14 მაისს ჩატარდება

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება. . „6 თებერვლის მიწისძვრის კვალს რაც შეიძლება მალე წავშლით. ნანგრევებს გავიტანთ, ჭრილობებს ვუმკურნალებთ, დანგრეულ სახლებს კარგად აშენებულით შევცვლით, გულებს მოვიგებთ, ახალ მომავალს და ახალ ცხოვრებას ავაშენებთ ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველასთვის გასაგები იყოს, ეს ერი გააკეთებს იმას, რაც საჭიროა 14 მაისს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ხარჯების გამო, პრეზიდენტის რეიტინგი ქვეყანაში შემცირდა. შესაბამისად, თურქულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა საკითხი, რომ ამ ვითარებაში, პრეზიდენტ ერდოღანის ინტერესებში არჩევნების ჩატარება არ შედიოდა.

მეტი...

პოლონეთი ჰაკერულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

პოლონეთი ონლაინ საგადასახადო სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ,,რუსები არიან პასუხისმგებელი გუშინდელ თავდასხმაზე, ეს მკაფიო უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც იძლევა იმის ალბათობას, რომ ეს იყო მოწინააღმდეგე”, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა, იანუშ ჩიეზინსკიმ. მისივე თმით,  გადასახადის გადამხდელთა მონაცემებს არ გაუჟონავს.

მეტი...

რუსეთში დააკავეს კაცი, რომლის შვილმაც ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა

რუსეთში დააკავეს 53 წლის ოლექსი მოსკალევი დააკავეს. დაკავებულს ბრალად რუსული ჯარის “დისკრედიტაცია“ ედება, მისი შვილის მიერ ომის საწინააღმდეგო ნახატის დახატვის გამო. ოლექსი მოსკალევის განცხადებით, მასთან მივიდნენ უშიშროების ძალები, ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. დაკავებულის შვილი,  სახლში მეურვეობის სამსახურის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშაა.  

მეტი...

,,ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და გააკეთებინეს”- ადვოკატი ესებუაზე

,,ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს,”- ამის შესახებ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ბადრი ესებუას სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. „როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე.  რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს, “ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. ბადრი ესებუა უარს ამბობს მისი ინტერესები ადვოკატმა…

მეტი...

საფრიზო ფონდი 60,000 GeD – ,,გირჩი” აქციაზე პლაკატების კონკურსს გამართავს

„გირჩის“ განცხადებით, 11 მარტს სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე პლაკატების კონკურსს გამართავენ. მათივე ინფორმაციით, საუკეთესო იდეების ავტორებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. ,,აქციაზე პლაკატების კონკურსი გვექნება სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ. მოდი 11 მარტს, 17:00-ზე შენი პლაკატით, იქნებ, პრიზიც მოიგო. ბანერების მოსამზადებლად ჩვენი ოფისი 4 მარტის 12:00-დან თქვენს განკარგულებაში იქნება. გვეყოლება 3 გამარჯვებული, საუკეთესო იდეების ავტორებს გადაეცემათ: 30,000 20,000 10,000 GeD,”- ნათქვამია ”გირჩის” განცხადებაში.

მეტი...

საბერძნეთში, მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. 66 ადამიანი დაზიანებების გამო საავადმყოფოში მკურნალობს, ექვსი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. რა გახდა შეჯახების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,უკრაინამ დაამარცხა პუტინის ზამთრის ტერორი”- დმიტრო კულება

,,2023 წლის 1 მარტს პუტინმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან მეხუთე დიდი მარცხი განიცადა – უკრაინამ დაამარცხა მისი ზამთრის ტერორი,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოცაილურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. მინისტრის თქმით, უკრაინა არ დაცემულა და არასდროს დაეცემა. ,,ჩვენ ისტორიაში ყველაზე მკაცრი ზამთარი გადავიტანეთ. სიცივესა და სიბნელეში ვიყავით, მაგრამ ვიყავით გაუტეხელები. პარტნიორები თავიანთი დახმარებით, ჩვენთან ერთად იდგნენ. გაიმარჯვა ევროკავშირმაც, რომელიც რუსული გაზის გარეშეც არ გაიყინა… ასე რომ, ეს უკვე მეხუთე მარცხია. პირველი მარცხი მაშინ იყო, როცა დაწყების პირველივე წუთებიდან პუტინს შიშით პარალიზების საშუალება არ მივეცით. მეორე ის, როცა რუსული ბლიცკრიგის…

მეტი...

ბადრი ესებუა უარს ამბობს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობასა და მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებულ ბადრი ესებუას არ სურს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას. შესაბამისი განცხადებით დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მიმართეს, რასაც კობაიძეც დაეთანხმა და სხდომა დატოვა. ესებუას სურს, რომ მისი ინტერესები სასამართლო პროცესებზე  იოსებ ჯანაშიამ და ხათუნა ჯანაშიამ დაიცვან. ცნობისთვის, ბადრი ესებუას პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.  

მეტი...

პუტინი მეტროს ახალი ხაზის გახსნას კაბინეტიდან დაესწრო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის მეტროს ახალი წრიული ხაზის გახსნის ცერემონიაში მოსკოვის მერ სერგეი სობიანინთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მეტროს ახალი წრიული ხაზის გახსნას ვლადიმერ პუტინი საკუთარი კაბინეტიდან დაესწრო. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა მეტროს მშენებლობაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთიდან ჩამოსულ დელეგაციას მეტროს ხაზს აუცილებლად დაათვალიერებინებს.

მეტი...

,,არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე შსს-მ არ იმუშავა”- ალექსანდრე დარახველიძე

,,არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე ან მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა,” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ადამიანს ბრალდება წაუყენო, საკმარისი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. „გამოძიება ვაწარმოეთ სისხლის სამართლის 12 სხვადასხვა საქმეზე, შეიკრიბა 1 000-ზე მეტი მტკიცებულება, სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 31 პირი, 100-ზე მეტი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულად, 50-ზე მეტი პირი არის დაზარალებული, 300-ზე მეტი მოწმე კი დაიკითხა. პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა და სადაც საკმარისი მტკიცებულება და სტანდარტი გამოიკვეთა, ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. სასამართლომ მათ მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.…

მეტი...

,,გარდაცვალება არ არის სიცოცხლის დასასრული, არამედ დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა”- პატრიარქის სამძიმარი ნინო სუხიშვილს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  მეორე ნინო სუხიშვილს მეუღლის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. ,,მიიღეთ ჩვენი სამძიმარი მეუღლის, ბატონ ზურაბ ლეჟავას, გარდაცვალების გამო. შევთხოვ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ არის სიცოცხლის დასასრული, არამედ დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა. ამდენად, განშორება ახლობელთან დროებითია და  მთავარია, ახლა მისთვის სულიერი დახმარების გაწევა. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზურაბის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი,”- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მეტი...

,,რუსეთის ფედერაციაში მატულობს პანიკისა და დაშლის პროცესები”- მიხაილო პოდოლიაკი

,,უკრაინა არ ურტყამს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას, უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს,” – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ ”ტვიტერზე” წერს. ,,უკრაინა არ ურტყამს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას. უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს მისი ყველა ტერიტორიის დეოკუპაციისთვის. ეს აქსიომაა. რუსეთის ფედერაციაში მატულობს პანიკისა და დაშლის პროცესები, რომლის გამოვლინებაა ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შიდა შეტევების ზრდა,”- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

,,საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება”- გიული ალასანია

,,საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის კვლავ ცუდად არის. ,,ცუდად, ცუდად არის. საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება. იმიტომ კი არა, რომ სპეციალურად, უბრალოდ არ შეუძლია. მას აქვს გულის რევა, აქვს უამრავი პრობლემა, რის გამოც ვერ ღეჭავს. მოწამვლა არის. წინა დღეებში 38-ს გადაცილებული იყო ტემპერატურა. ტემპერატურაც და წონაც მუდმივი პრობლემაა”,- აცხადებს გიული ალასანია.

მეტი...

,,რაღაც საკითხის ტაბუირება დემოკრატიისთვის მისაღები არ არის”- ანრი ოხანაშვილი

,,დემოკრატიის სახელით ხალხი გვთავაზობს, რომ რაღაც საკითხს ტაბუ დავადოთ, თითქოს საკითხის განხილვაც კი არადემოკრატიულია, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რაღაც საკითხის ტაბუირება დემოკრატიისთვის მისაღები არ არის. „აპრიორში რაღაც საკითხის ტაბუირება დემოკრატიისთვის მისაღები არ არის. დემოკრატიის სახელით ხალხი გვთავაზობს, რომ რაღაც საკითხს ტაბუ დავადოთ, თითქოს საკითხის განხილვაც კი არადემოკრატიულია, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან. რაც შეეხება შინაარსს, საპარლამენტო განხილვისას შესაძლებლობა გვექნება, ყველას მოვუსმინოთ. არ მგონია, ვინმეს რაიმე დისკომფორტს უქმნიდეს ეს პრინციპი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, იყოს ვებგვერდი, სადაც ამ ყველაფრის ადმინისტრირება…

მეტი...

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:52 საათზე დაფიქსირდა. დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თეა გო­დო­ლა­ძის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელ მამიშლართან იყო. ,,მამიშლართან (დმანისი) 4.4 იანი მიწისძვრა”- წერს თეა გოდოლაზე სოციალურ ქსელში.   საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში დაჭრილი ბავშვი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს

ოკუპირებულ ცხინვალში დაჭრილი ბავშვი, რომელსაც ოპერაცია ცხვინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუკეთეს, რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს. ექიმის განცხადებით, საავადმყოფოში შეყვანისას ბიჭს მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. მისი თქმით, ბავშვს ღვიძლი და ნაწლავები ჰქონდა დაზიანეული. ,,ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ის გონს მოვიდა და შოკის მდგომარეობიდან გამოვიდა. წუხელ, ყველა საჭირო დახმარების შემდეგ, მეზობელ სახელმწიფოში გადაიყვანეს, – განუცხადა ექიმმა სააგენტო „რესს“. ცხინვალში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაჭრილია 5 წლის ბავშვი

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 16 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან იყო.

მეტი...

ქობულეთში 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.  

მეტი...

ჩინეთი აფერხებს აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, გამოიძიონ კორონავირუსის წარმოშობა – კრის ვრეი

პეკინი აფერხებს აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, გამოიძიონ კორონავირუსის წარმოშობა, – ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრის ვრეიმ განაცხადა. მისივე თქმით,  „კოვიდ 19“ პანდემია,  სავარაუდოდ გამოწვეული იყო შემთხვევითი ლაბორატორიული გაჟონვით ჩინეთში. „უბრალოდ, მეჩვენება, რომ ჩინეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს და ბუნდოვანი გახადოს საქმე, სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, სამუშაო, რომელსაც აშშ-ის მთავრობა და ახლო უცხოელი პარტნიორები აკეთებენ, ეს ყველასთვის სამწუხაროა“, – განაცხადა კრის ვრეიმ.    

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 149 890 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთუს სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რუსეთმა დაახლოებით 149 890 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 149 890; ​ტანკი – 3 395; ჯავშანტექნიკა – 6 638; საარტილერიო სისტემა – 2 393; სარაკეტო სისტემა – 479; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247; თვითმფრინავები – 300; ვერტმფრენი – 288; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 055; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 257; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა –  230.

მეტი...

დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი – ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში ანათქვამი. 2021 წლიდან დაჯარიმებულია სულ 181 საზედამხედველო სუბიექტი: 11 კომერციული ბანკი; საგადახდო მომსახურების 12 პროვაიდერი; ხუთი საბროკერო კომპანია; 32 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ფასიანი ქაღალდების სამი რეგისტრატორი; სესხის გამცემი ექვსი სუბიექტი; ვალუტის გადამცვლელი 112 პუნქტი. „გუშინ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია საფინანსო სექტორის საზედამხედველო ზომების შესახებ. მიუხედავად დეტალური განმარტებისა, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საზოგადოებას არასწორად მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების დაჯარიმების შესახებ, თითქოს ჯარიმა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საფინანსო…

მეტი...

,,ადამიანები მიხვდნენ, თუ რა არის დასავლეთი და მისი მობინადრეები”- თინა კანდელაკი

,,ადამიანები მიხვდნენ, თუ რა არის დასავლეთი და მისი მობინადრეები. ეს არის ადამიანთა გროვა, რომლებიც ისევ იმით არიან დაკავებულები, რასაც 300 წლის წინ აკეთებდნენ – სხვისი ქონების ძარცვით მაღალფარდოვანი საბაბით,”-  ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტმა თინა კანდელაკმა რამდენიმე დღის წინ, ”ტელეგრამში” დაწერა. მისი თქმით, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. „ჩვენ გვიწინასწარმეტყველებდნენ შიმშილს, სიკვდილს, ნგრევას, დოლარს 1000 რუბლად. პრინციპში, რას არ გვიწინასწარმეტყველებდნენ. ჩვენ ხალხს სასტუმროებიდან აგდებდნენ, ბავშვებს სკოლებში სცემდნენ,  სტუდენტებს სწავლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ჩვენ მიგვანიშნებდნენ, რომ ჩვენი კულტურა და სიტყვა „რუსული“ ნორმალურ საზოგადოებაში ვერ იარსებებენ. ეს მთავარი მომენტი იყო. ჩვენ მათი რეალური…

მეტი...

,,შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის”- სუბარი

,,შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის,”- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სუბარი წერს, იმედი აქვს, რომ გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას. ,,შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ. იმედია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი – შეერთებულ შტატებში ან კანადაში. ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც…

მეტი...

პუტინი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს გააძლიეროს საქმიანობა დასავლეთის მხრიდან მზარდი ჯაშუშური ოპერაციების წინააღმდეგ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებ, გააძლიეროს საქმიანობა დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მზარდი ჯაშუშური და დივერსიული ოპერაციების წინააღმდეგ. ოფიციალურ პირებთან სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ ”ეფესბეს” უნდა შეეჩერებინა უკრაინიდან რუსეთში შემოსული „დივერსიული ჯგუფები“, გაეძლიერებინა ინფრასტრუქტურის დაცვა და ხელი შეეშალა დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურებს რუსეთის შიგნით ტერორისტული ან ექსტრემისტული უჯრედების აღორძინებაში. „ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ გადამწყვეტი ამოცანაა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასეთი დანაშაულების რიცხვი გაიზარდა. ცხადია, ეს დაკავშირებულია კიევის რეჟიმის მცდელობებთან, გამოიყენოს ტერორისტული ტაქტიკა. ჩვენ მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. მათ დიდი ხანია, იყენებენ დონბასის რეგიონში. ეს ასევე დაკავშირებულია დასავლეთის მცდელობებთან,…

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოში. ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა,  ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა  და ”ქართული ოცნების” წევრებს რუსეთის ჰიმნი ჩაურთო.

მეტი...