„ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი

„ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მე აქ ვიმყოფებოდი თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ელჩის თანხლებით. პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიწვია, რათა განგვეხილა უცხოური აგენტების კანონის შემოღების ინიციატივა“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან პარლამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოში აკრედიტირებული ელჩების შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა კი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ეხებოდა, რომელიც უცხოეთის გავლენების აგენტებს უკავშირდება.

„გამოვთქვით ჩვენი შეხედულებები. ეს შეხედულებები გამოვთქვი არა მხოლოდ მე, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელმა, არამედ თბილისში მცხოვრებ ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად. ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი, ღია აზრთა გაცვლა სპიკერთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან. დეტალებში რომ ჩავუღრმავდეთ, ეს არ იყო იოლი განხილვა. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება“ – აღნიშნა ელჩმა მედიასთან.

მსგავსი თემები