ჩინეთი აფერხებს აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, გამოიძიონ კორონავირუსის წარმოშობა – კრის ვრეი

პეკინი აფერხებს აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, გამოიძიონ კორონავირუსის წარმოშობა, – ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრის ვრეიმ განაცხადა.

მისივე თქმით,  „კოვიდ 19“ პანდემია,  სავარაუდოდ გამოწვეული იყო შემთხვევითი ლაბორატორიული გაჟონვით ჩინეთში.

„უბრალოდ, მეჩვენება, რომ ჩინეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს და ბუნდოვანი გახადოს საქმე, სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, სამუშაო, რომელსაც აშშ-ის მთავრობა და ახლო უცხოელი პარტნიორები აკეთებენ, ეს ყველასთვის სამწუხაროა“, – განაცხადა კრის ვრეიმ.

 

 

მსგავსი თემები