,,ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და გააკეთებინეს”- ადვოკატი ესებუაზე

,,ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს,”- ამის შესახებ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ბადრი ესებუას სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა.

„როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე.  რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს, “ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ბადრი ესებუა უარს ამბობს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას

მსგავსი თემები