„ამ კანონის მიღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს  საფრთხის ქვეშ ჩააგდებს“ – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს საქართველოს გავლენის აგენტების შესახებ. როგორც კელი დეგნანი განმარტავს, საქართველოს კანონპროექტის არც ერთი ვერსია სჭირდება.

„ვინც თანხმობას დააფიქსირებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიასთან დაკავშირებით, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. რა არის საქართველოს ინტერესებში? ცხადია, რომ საქართველოს არც ერთი ვერსია არ სჭირდება, ეს კანონი არ სჭირდება.

გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, ბევრმა წევრმა სახელმწიფომ, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მეგობრებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი, შეჩერდეს ამ კანონის მიღება“ – განაცხადა ამერიკის ელჩმა მედიასთან.

მისივე შეფასებით,  ამ კანონის მიღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს ნამდვილად საფრთხის ქვეშ ჩააგდებს, რაც ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანია.

მსგავსი თემები