კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენი Mi-8T დღეს დილით, ვულკანის ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაქრა. ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი.