ბადრი ესებუა უარს ამბობს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობასა და მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებულ ბადრი ესებუას არ სურს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას.

შესაბამისი განცხადებით დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მიმართეს, რასაც კობაიძეც დაეთანხმა და სხდომა დატოვა.

ესებუას სურს, რომ მისი ინტერესები სასამართლო პროცესებზე  იოსებ ჯანაშიამ და ხათუნა ჯანაშიამ დაიცვან.

ცნობისთვის, ბადრი ესებუას პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები