„დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა“ – ევროკავშირი ელჩი

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ „ხალხის ძალის მიერ პარლამეტში ინიცირებული კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ, კანონის სახეს არ მიიღებს. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ეს ინიციატივა ევროკავშირის მოთხოვნებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სულ მცირე, ორს იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში გადაეცა. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტები საქართველოში ასეთი კანონის არსებობის აუცილებლობის შესახებ. განხილვა გაგრძელდება. როგორც მივხვდი, ეს კანონპროექტიც კი არ არის, ეს მხოლოდ ინიციატივაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რას მოიცავს ეს ინიციატივა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა.

ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი აზრი და მოვისმინეთ თავმჯდომარის მოსაზრება და საუბარი აუცილებლად გაგრძელდება. მე არ ვიღებ კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას. ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. 27 წევრი სახელმწიფოები, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი შეფასებით, ვერ უპასუხებს კითხვას,  როგორ აისახება ეს ინიციატივა ევროკავშირის ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

მსგავსი თემები