თურქეთში არჩევნები 14 მაისს ჩატარდება

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება. .

„6 თებერვლის მიწისძვრის კვალს რაც შეიძლება მალე წავშლით. ნანგრევებს გავიტანთ, ჭრილობებს ვუმკურნალებთ, დანგრეულ სახლებს კარგად აშენებულით შევცვლით, გულებს მოვიგებთ, ახალ მომავალს და ახალ ცხოვრებას ავაშენებთ ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველასთვის გასაგები იყოს, ეს ერი გააკეთებს იმას, რაც საჭიროა 14 მაისს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ხარჯების გამო, პრეზიდენტის რეიტინგი ქვეყანაში შემცირდა. შესაბამისად, თურქულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა საკითხი, რომ ამ ვითარებაში, პრეზიდენტ ერდოღანის ინტერესებში არჩევნების ჩატარება არ შედიოდა.

მსგავსი თემები