,,გარდაცვალება არ არის სიცოცხლის დასასრული, არამედ დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა”- პატრიარქის სამძიმარი ნინო სუხიშვილს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  მეორე ნინო სუხიშვილს მეუღლის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

,,მიიღეთ ჩვენი სამძიმარი მეუღლის, ბატონ ზურაბ ლეჟავას, გარდაცვალების გამო.

შევთხოვ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ არის სიცოცხლის დასასრული, არამედ დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა. ამდენად, განშორება ახლობელთან დროებითია და  მთავარია, ახლა მისთვის სულიერი დახმარების გაწევა.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზურაბის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი,”- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მსგავსი თემები