პუტინი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს გააძლიეროს საქმიანობა დასავლეთის მხრიდან მზარდი ჯაშუშური ოპერაციების წინააღმდეგ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებ, გააძლიეროს საქმიანობა დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მზარდი ჯაშუშური და დივერსიული ოპერაციების წინააღმდეგ.

ოფიციალურ პირებთან სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ ”ეფესბეს” უნდა შეეჩერებინა უკრაინიდან რუსეთში შემოსული „დივერსიული ჯგუფები“, გაეძლიერებინა ინფრასტრუქტურის დაცვა და ხელი შეეშალა დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურებს რუსეთის შიგნით ტერორისტული ან ექსტრემისტული უჯრედების აღორძინებაში.

„ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ გადამწყვეტი ამოცანაა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასეთი დანაშაულების რიცხვი გაიზარდა. ცხადია, ეს დაკავშირებულია კიევის რეჟიმის მცდელობებთან, გამოიყენოს ტერორისტული ტაქტიკა. ჩვენ მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. მათ დიდი ხანია, იყენებენ დონბასის რეგიონში. ეს ასევე დაკავშირებულია დასავლეთის მცდელობებთან, გააცოცხლოს ექსტრემისტული და ტერორისტული უჯრედები – მათი „ძველი მეგობრები“, ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცით, რომ ისინი არასდროს ერიდებოდნენ რადიკალების და ექსტრემისტების გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის. საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ ყველა ხმამაღალი განცხადების მიუხედავად. ისინი ყოველთვის იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ ხელთ არსებულ საშუალებებს. ისინი იყენებენ იმას, რაც ხელმისაწვდომია, ასე იყო ყოველთვის და ახლაც ასე ხდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი თემები