პრეზიდენტი აცხადებს, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე არ მიიწვიეს და გარეთ დატოვეს    

28 თებერვალს გამართულ უსაფრთხოების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ის გარეთ დატოვეს.

„განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, ,,უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი. ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება“, – აღნიშნულია  განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა  მთავრობის ადმინისტრაციამ 28 თებერვალს გაიმართა.

მსგავსი თემები