„ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული“ – ევროკავშირის ელჩი „ხალხის ძალის“ კანონპროქტზე

საქართველოს პარლამენტში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა დასრულდა. როგორც ევროკავშირის ელჩმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

„სერიოზულად ვართ შეშფოთებული, რომ ამ კანონის განხორციელებამ და შეთანხმებამ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ზოგადად,  სამოქალაქო საზოგადოებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფალ მედიაზე. აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია, რომელსაც მოქმედების შეუფერხებელი შესაძლებლობა ექნება, ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით სამოქალაქო საზოგადოებას“ – აღნიშნა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირისთვის სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება პრიორიტეტია.

„ყოველთვის მჭიდროდ ვმუშაობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, მტკიცედ ვუჭერთ მხარს სიტყვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლებას. ასე რომ, ახლა განხილვა მხოლოდ იწყება აქ, საქართველოს პარლამენტში და ჩვენ, როგორც ევროკავშირს, გვინდოდა, სწორედ ამ ადრეულ ეტაპზე გამოგვეგზავნა ჩვენი საკმაოდ ძლიერი სიგნალი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი თემები