ოკუპირებულ ცხინვალში დაჭრილი ბავშვი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს

ოკუპირებულ ცხინვალში დაჭრილი ბავშვი, რომელსაც ოპერაცია ცხვინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუკეთეს, რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.

ექიმის განცხადებით, საავადმყოფოში შეყვანისას ბიჭს მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. მისი თქმით, ბავშვს ღვიძლი და ნაწლავები ჰქონდა დაზიანეული.

,,ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ის გონს მოვიდა და შოკის მდგომარეობიდან გამოვიდა. წუხელ, ყველა საჭირო დახმარების შემდეგ, მეზობელ სახელმწიფოში გადაიყვანეს, – განუცხადა ექიმმა სააგენტო „რესს“.

ცხინვალში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაჭრილია 5 წლის ბავშვი

მსგავსი თემები