,,რაღაც საკითხის ტაბუირება დემოკრატიისთვის მისაღები არ არის”- ანრი ოხანაშვილი

,,დემოკრატიის სახელით ხალხი გვთავაზობს, რომ რაღაც საკითხს ტაბუ დავადოთ, თითქოს საკითხის განხილვაც კი არადემოკრატიულია, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რაღაც საკითხის ტაბუირება დემოკრატიისთვის მისაღები არ არის.

„აპრიორში რაღაც საკითხის ტაბუირება დემოკრატიისთვის მისაღები არ არის. დემოკრატიის სახელით ხალხი გვთავაზობს, რომ რაღაც საკითხს ტაბუ დავადოთ, თითქოს საკითხის განხილვაც კი არადემოკრატიულია, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან. რაც შეეხება შინაარსს, საპარლამენტო განხილვისას შესაძლებლობა გვექნება, ყველას მოვუსმინოთ. არ მგონია, ვინმეს რაიმე დისკომფორტს უქმნიდეს ეს პრინციპი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, იყოს ვებგვერდი, სადაც ამ ყველაფრის ადმინისტრირება მოხდება. დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელმაც უკვე განიხილა სხვადასხვა ქვეყნის მოცემულობები და საკუთარი მოსაზრებები აქვს. ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს და როცა დასკვნა გვექნება, ღიად ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები