ამერიკის ელჩის შეფასებით,  „ხალხის ძალის“ კანონპროექტი საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციებს

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, საფრთხეს იმ ორგანიზაციებს შეუქმნის რომლებიც ქვეყანაში კეთილდღეობისთვის მუშაობენ.

„ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, მათ შორის იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ასევე, ის დააზარალებს იმ საქმეს, რაც წლებია გრძელდება საქართველოს მეგობრებსა და მის ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

კითხვა ჩნდება – რატომ? რა არის ამ კანონის მთავარი მიზანი? და რა არის მთავარი მიზეზი, რადგან ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააზარალებს“ – აცხადებს ელჩი.

მსგავსი თემები