,,ადამიანები მიხვდნენ, თუ რა არის დასავლეთი და მისი მობინადრეები”- თინა კანდელაკი

,,ადამიანები მიხვდნენ, თუ რა არის დასავლეთი და მისი მობინადრეები. ეს არის ადამიანთა გროვა, რომლებიც ისევ იმით არიან დაკავებულები, რასაც 300 წლის წინ აკეთებდნენ – სხვისი ქონების ძარცვით მაღალფარდოვანი საბაბით,”-  ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტმა თინა კანდელაკმა რამდენიმე დღის წინ, ”ტელეგრამში” დაწერა.

მისი თქმით, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.

„ჩვენ გვიწინასწარმეტყველებდნენ შიმშილს, სიკვდილს, ნგრევას, დოლარს 1000 რუბლად. პრინციპში, რას არ გვიწინასწარმეტყველებდნენ. ჩვენ ხალხს სასტუმროებიდან აგდებდნენ, ბავშვებს სკოლებში სცემდნენ,  სტუდენტებს სწავლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ჩვენ მიგვანიშნებდნენ, რომ ჩვენი კულტურა და სიტყვა „რუსული“ ნორმალურ საზოგადოებაში ვერ იარსებებენ. ეს მთავარი მომენტი იყო. ჩვენ მათი რეალური სახე დავინახეთ – ევროპელი ბიურგერების, რომლებიც გადაიქცნენ ადამიანებად, ვინც სიამოვნებით მოიპარა მეზობლის აგარაკი და ზედ საქათმეც მიაყოლა.

შური, სიძუნწე, სიავე, ნელი აზროვნება და ინტელექტის სრული არარსებობა – აი, რა დავინახეთ ამ წლის განმავლობაში სასიამოვნო ევროპული სახეების ნაცვლად. ამისთვის შესაძლებელია მათთვის მადლობის თქმა – ადამიანები მიხვდნენ, თუ რა არის დასავლეთი და მისი მობინადრეები. ეს არის ადამიანთა გროვა, რომლებიც ისევ იმით არიან დაკავებულები, რასაც 300 წლის წინ აკეთებდნენ – სხვისი ქონების ძარცვით მაღალფარდოვანი საბაბით.

ისინი რუსეთის ყველა მოქალაქეს ვერ იტანენ – უბრალო სოფლის მკვიდრით დაწყებული და ოლიგარქით დამთავრებული. ჩვენ ვიხილეთ აშშ-ის და ევროპული სახელმწიფოების პირველი პირები, რომლებსაც სკოლის დონის პროგრამაც არ აქვთ გავლილი. ჩვენ ვხედავთ, რომ უბრალო ევროპელი სიამოვნებით მიდის ომში, ისევე, როგორც 1941 წელს, რომ რუსები ხოცოს.

ეს გამოფხიზლება ჩვენც სასწაული ფასი გვიჯდება. ასიათასობით ადამიანი ესწრება ამ ძმათა მკვლელ ომს, რომელსაც მართავენ ადამიანები, ვინც შორს არის როგორც რუსეთისგან, ასე უკრაინისგან, ეს ადამიანები შორს არიან უკრაინული ერისგან და „უკრაინელის“ ცნებისგან,“ – წერს თინა კანდელაკი.

მსგავსი თემები