„გირჩის“ განცხადებით, 11 მარტს სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე პლაკატების კონკურსს გამართავენ. მათივე ინფორმაციით, საუკეთესო იდეების ავტორებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.
,,აქციაზე პლაკატების კონკურსი გვექნება სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ.
მოდი 11 მარტს, 17:00-ზე შენი პლაკატით, იქნებ, პრიზიც მოიგო. ბანერების მოსამზადებლად ჩვენი ოფისი 4 მარტის 12:00-დან თქვენს განკარგულებაში იქნება.
გვეყოლება 3 გამარჯვებული, საუკეთესო იდეების ავტორებს გადაეცემათ: 30,000 20,000 10,000 GeD,”- ნათქვამია ”გირჩის” განცხადებაში.