„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ“ – სერგი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი კმაყოფილია საქართველოს პოზიციით რუსეთთან მიმართებაში. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება  ნეიტრალურია რუსეთის ფედერაციის მიმართ. ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლების პოზიციებს, რომლებიც  რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ითხოვენ. ამგვარი დამოკიდებულება კი დაკავშირებულია  წმინდა პრაგმატულ მიზეზებთან“ – აცხადებს სერგეი შამბა.

 

მსგავსი თემები